ვოლკსვაგენი გერმანული ბაზრიდან 8,5 მილიონ ავტომობილს ამოიღებს. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელობამ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა. ავტოკონცერნს პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც ამერიკულ ბაზარზე მისმა მანქანებმა ეკოლოგიური ტესტი ვერ გაიარა. ამის გამო ვოლკსვაგენს სოლიდური კომპენსაციების გადახდა მოუწევს.