ვენესუელური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მანუელ როსალესი დააპატიმრეს. პოლიტიკოსი პოლიციამ მარაკაიბოს აეროპორტში დააკავა. როსალესი სამშობლოში 6 წლიანი დევნილობის შემდეგ ბრუნდებოდა. ვენესუელის ხელისუფლება მას კორუფციაში ადანაშაულებს, რასაც როსალესი კატეგორიულად უარყოფს. საქმე მის წინააღმდეგ 2009 წელს აღიძრა.