რუსების ავიაიერიშს სირიაში ტერორისტული დაჯგუფება ახრარ აშ-შამის მეთაური, აბუ ბაქრ აშ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი ემსხვერპლა. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, ბათირაშვილი ჰომსში განხორციელებული ავიადარტყმისას დაიღუპა. ცოტა ხნის წინ აშ-შიშანის დაღუპვის ფაქტი ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმაც დაადასტურა.
„ისლამის მტერი თარხან ბათირაშვილი, რომელსაც საკუთარ თავს ომარ აშ-შიშანს უწოდებდა, მოკლულია. ასეთი ბედი ელის ყველას, ვისაც აზრად მოუვა, დაემუქროს რუსეთსა და ჩეჩენ ხალხს. ასეთი ბედი ელის ყველას, ვინც მუსლიმების სისხლს დაღვრის,“-განაცხადა კადიროვმა.