ობამა ავღანეთიდან სამხედრო კონტინგენტის გაყვანას არ აპირებს. ამის შესახებ ბარაქ ობამამ ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარების ეტაპობრივი გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო, გარკვეული კონტინგენტი ქვეყანაში 2016 წლის შემდეგაც დარჩება. საკუთარ გადაწყვეტილებას თეთრი სახლის ლიდერი ავღანეთის არმიის სისუსტითა და თალიბანის მხრიდან მომდინარე საფრთხეებით ხსნის.