უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრი გახდა. ამ სტატუსით 2016-2017 წლებში ეგვიპტე, ურუგვაი და იაპონიაც ისარგებლებს. უშიშროების საბჭოს წევრობას ისტორიულ მიღწევად მიიჩნევს უკრაინის ლიდერი პეტრო პოროშენკო, რომლის მტკიცებითაც, ქვეყანას საკუთარი ინტერესების დასაცავად ახალი ინსტრუმენტი მიეცა. მისივე თქმით, უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კიდევ ერთი მაგალითია.