სოფლის მეურნეობის კვლევის მეთოდოლოგია აუცილებლად შესაცვლელია. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სტატისტიკის მომხმარებლებთან შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა განაცხადა.
მისი თქმით, ზუსტი სტატისტიკური ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც შინამეურნეობებისა და ფერემერებისთვის, ასევე ვაჭრობის დარგისთვის და ზოგადად, იმ ტრეიდერებისთვის, რომლებიც მსოფლიოში სოფლის მეურნეობის პროდუქციით ვაჭრობენ.
კვეზერელის განმარტებით, პირველ რიგში არსებული მეთოდოლოგიის ფარგლებში უნდა დაიხვეწოს სტატისტიკური ინფორმაცია და ის მაქსიმალურად ზუსტი უნდა იყოს, რადგან ამას ინვესტორებისთვისაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ეტაპობრივად კი, მეთოდოლოგია უნდა შეიცვალოს.
კვეზერელი მიიჩნევს, რომ შინა მეურნეობების კვლევის ზუსტი ინფორმაციის მისაღებად მხოლოდ 5 ათასი რესპოდენტის გამოკითხვა საკმარისი არ არის. ამასთან, მისი თქმით, კვევის დროს საჭიროა მეტი დეტალების შესწავლა და არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაციის მიღება.
კვეზერელი იმედოვნებს, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის რეფორმირების შემდეგ და აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მხარდაჭერით ეს დაიხვეწება.
ამასთან, მისი თქმით, ზუსტი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მისაღებად, ძაშლიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის ზუსტი სტატისტკური ინფორმაციაც.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლებთან შეხვედრა დღეს `საქტსტატმა~ აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარატმენტის მხარდაჭერით სასტრუმროი `ამბასადორში~ გამართა. შეხვდრას სოფლის საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, ასევე აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.