ოპოზიციური მოძრაობა „სოლიდარობა“ მოსკოვში შაბათს საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.
მოძრაობის აქტივისტები სირიაში რუსეთის მიერ წარმოებულ სამხედრო კამპანიას გააპროტესტებენ.
„სოლიდარობა 2014 წლიდან მართავს აქციებსა და რეგულარულ პიკეტებს უკრაინაში პუტინის აგრესიის წინააღმდეგ, ახლა კი, ისევ და ისევ პუტინის პოლიტიკის წყალობით, თემა გაფართოვდა. მოვიდა დრო, სირიაში პუტინის ქმედებებიც გავაპროტესტოთ,“-ნათქვამია აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში.