გერმანიის კანცლერი უკრაინაში განვითარებულ პროცესებს იმედის თვალით შეჰყურებს. ამის შესახებ მან ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერთა სამიტზე განაცხადა. „სექტემბერში დაწყებული სამშვიდობო პროცესი, ცეცხლის შეწყვეტა, მძიმე და მსუბუქი ტექნიკის გაყვანა, სეპარატისტული არჩევნების გაუქმება გვაძლევს იმის იმედს, რომ მინსკის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები შესრულდება,“-აღნიშნა მერკელმა.