იტალიის პოლიციამ ვერონაში ვოლკსვაგენისა და ლამბორჯინის ოფისები გაჩხრიკა. ჩხრეკის ორდერი ვერონის პროკურორმა მას შემდეგ გასცა, რაც კომპანიების მიმართ კომერციული თაღლითობისა და ფინანსური მაქინაციების ფაქტებზე საქმე აღიძრა. ჩხრეკა ჩატარდა ბოლონიის ძვირადღირებულ სუპერმარკეტებშიც, სადაც ლამბორჯინის პროდუქცია იყიდება. ლამბორჯინის მფლობელი კონცერნი „ვოლკსვაგენ გრუპია,“ რომელიც ლამბორჯინის შვილობილი კომპანია „აუდი ეი ჯის“ დახმარებით მართავს.