კიევი მოსკოვს ყირიმის ანექსიისა და დონბასის დანგრევისთვის კომპენსაციის სახით ტრილიონ რუბლს სთხოვს. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა. მისივე თქმით, კიევი იურიდიული ომისთვის ემზადება. ყირიმისა და დონბასის გარდა უკრაინული მხარე მოსკოვის გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებს, რომლის მიხედვითაც უკრაინას ვალების რესტრუქტურიზაციაზე უარი ეთქვა.