ქრისტიან-დემოკრატების აჭარის წარმომადგენლობა რეგიონის ტერიტორიაზე სამედიცინო ობიექტების 100%-იან პრივატიზებას აპროტესტებენ. მათი განმარტებით, ბათუმის ცხრა საავადმყოფო "ბლოკ ჯორჯიამ" სამი წლის წინ სიმბოლურ ფასად შეიძინა, დღემდე კი აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებს.
ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია მუნიციპალური საავადმყოფოების ქსელის შექმნა. ქრისტიან-დემოკრატების ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ლევან ანთაძე. ანთაძის განცხადებით, საავადმყოფოების მშენებლობას კომპანია "ბლოკ-ჯორჯია" უახლოეს მომავალში, ჩეხური კრედიტის მიღების შემდეგ დაიწყებს. სამინისტროში განმარტავენ, რომ აჭარის მთავრობა მუნიციპალური საავადმყოფოს მშენებლობის პროექტზეც მუშაობს, რომელიც სოციალურად დაუცველ ფენას მოემსახურება.