აშშ და რუსეთი სირიაში საჰაერო სივრცის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეთანხმებასთან ახლოს არიან. ამ თემაზე ამერიკელ და რუს სამხედრო მაღალჩინოსნებს შორის რიგით მესამე ვიდეოკონფერენცია შედგა.
მემორანდუმს, რომელმაც ფრენების უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს, მხარეები სავარაუდოდ უახლოეს მომავალში გააფორმებენ.
სირიაში ოფიციალური მოსკოვის ოპერაციის დაწყების შემდეგ რუსული სამხედრო თვითმფრინავები ამერიკულ მოიერიშეებს რამდენჯერმე მიუახლოვდნენ.
რაც შეეხება რუსული დელეგაციის მიღებაზე უარის თქმას, ვაშინგტონში ამის მიზეზად ასახელებენ, რომ რუსეთს არ სურს "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში კონსტრუქციული წვლილი შეიტანოს.