15 ოქტომბერს, 19:30 საათზე, თიბისი ბანკის მხარდაჭერით თიბისი გალერეა თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალის კონცერტს უმასპინძლებს.
კონცერტში მონაწილეობას ქართველი და უცხოელი ინსტრუმენტალისტები მიიღებენ: ქერსთენ მაქქოლი (ფლეიტა), გიორგი გვანცელაძე (ჰობოი ), ლევან ცხადაძე (კლარნეტი), ემი ჰარმანი (ფაგოტი), ფელიქს დევრო (ვალტორნა), რომან ლელო (საყვირი), ნინო გვეტაძე ( ფორტეპიანო ) და სხვები.
შესრულდება ბეთჰოვენის, შუბერტის, არბანის, ენესკუს, არნოლდის, კონესონისა და ფრანსეს ნაწარმოებები ჩასაბერი საკრავებისთვის.