ლეგენდარულმა ქართველმა მომღერალმა ვახტანგ კიკაბიძემ კიეველებს სიურპრიზი მოუწყო.
მეტრო სადგურ „ლევ ტოლსტოის მოედნის“ მიწისქვეშა გადასასვლელში მან ქუჩის მუსიკოსებთან ერთად იმღერა.
მსახიობი კიევის მცხოვრებლების წინაშე მფრინავის ფორმით წარსდგა და ყველასათვის საყვარელი „ჩიტო-გვრიტო“ შეასრულა.
აკომპანირებას მას ქუჩის მუსიკოსები უწევდნენ.