ბერლინის 66-ე კინოფესტივალის ჟიურის ცნობილი ამერიკელი მსახიობი მერილ სტრიპი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ გამოცემა Variety იტყობინება. სტრიპისთვის ეს საერთაშორისო ფესტივალებში ამ სტატუსით მონაწილეობის პირველი შემთხვევა იქნება. როგორც მსახიობი აცხადებს, ის ბერლინის კინოფესტივალის დაწყებას მოუთმენლად ელის, რადგანაც ჟიურიში მუსაობა მისთვის უაღესად საინტერესოა.