ცნობილი კანადელი მომღერლის, ჯასტინ ბიბერის ალბომი ახლო აღმოსავლეთსა და ინდონეზიაში აკრძალეს. ამის მიზეზი ალბომის გარეკანი გახდა, რომელზეც ბიბერი წელს ზემოთ შიშველია გადაღებული და მკერდზე ჯვარი აქვს გამოსახული. მუსლიმანურ ქვეყნებში ალბომის გარეკანი პროვოკაციულად მიიჩნიეს, რის გამოც ბიბერის მენეჯერები გარეკანის ალტერნატიულ ვარიანტზე მუშაობენ.