რუსული ავიაცია სირიის ტერიტორიებზე საჰაერო დარტყმებს ახორციელებს. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, იგორ კონაშენკოვის განცხადებით, რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში ისლამისტთა პოზიციები რამდენჯერმე დაბომბეს. წერტილოვანი დარტყმები ალეპოდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთ სახელოსნოზე განხორციელდა, რომელშიც ისლამისტები დაზიანებულ ტექნიკას აკეთებდნენ. საჰაერო იერიშები რუსებმა ჰამაზე, ლატაკიასა და დეირ-ეზ-ზორზეც მიიტანეს.