ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს განახლდება. დღევანდელ სხდომაზე ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი ცააძის დაკითხვა უნდა გაგრძელდეს. მას გუშინდელ პროცესზე კითხვები მხოლოდ ადვოკატებმა დაუსვეს, დღეს კი მას პროკურატურა დაკითხავს. დღესვე კითხვებზე პასუხის გაცემა შესაძლოა კიდევ ერთ ბრალდებულს, კახაბერ ნაკანსაც მოუწიოს.