უკრაინაში სამშობლოს დამცველის დღე აღნიშნეს. ეროვნული დღესასწაული პრეზიდენტმა პოროშენკომაც აღნიშნა. უკრაინის ლიდერმა მოდერნიზებული ბომბდამშენით იფრინა, მოგვიანებით კი დონბასის ომის მონაწილეები დააჯილდოვა. მანვე თავდაცვის მინისტრს წოდება მოუმატა. სტეპან პოლტორაკმა პრეზიდენტისგან გენერლის ჩინი მიიღო.