უსაფრთხოების ზომების გამკაცრების მიუხედავად, იერუსალიმში ისრაელის მოქალაქეებზე თავდასხმები გრძელდება. პოლიციამ ცეცხლი ორ პალესტინელს გაუხსნა, რომლებმაც დანებით რამდენიმე ებრაელი დაჭრეს. თავდასხმები ისრაელის მოქალაქეებზე აღმოსავლეთ იერუსალიმში 2 კვირაზე მეტია ხორციელდება, რის გამოც პრემიერმა ნეთანიაჰუმ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. საბჭომ პოლიციას პალესტინური რაიონების ბლოკირების განკარგულება მისცა. სამართალდამცავებს მხარდაჭერას არმიის შენაერთები უწევენ.