მორიგი თავდასხმა ავღანეთში. თალიბები თავს გილმენდის პროვინციაში მესაზღვრეებს დაესხნენ, რასაც 29 ავღანელი სამხედრო ემსხვერპლა. შეტაკებები 2 დღის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა მესაზღვრეებმა დახმარება ვერ მიიღეს. 8 სამხედრო მოსამსახურე ტალიბთა ტყვეობაში მოხვდა. თალიბანის მხრიდან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.