ამერიკისა და რუსეთის სამხედრო უწყებები სირიაში საჰაერო ოპერაციების კოორდინაციაზე თანხმდებიან. ტელეკომპანია ბიბისის ინფორმაციით, მემორანდუმის ხელმოწერამდე მხარეებს რამდენიმე ტექნიკური საკითხი დარჩათ შესათანხმებელი. დოკუმენტი სირიის საჰაერო სივრცეში მოქმედების საბაზო პროცედურებს განსაზღვრავს. ამ დროისათვის სირიის ტერიტორიას როგორც კოალიცია, ისე რუსეთი ბომბავს.