თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება. 15 ოქტომბერს, წინანდალში კამერული მუსიკის კონცერტი გაიმართება. მსმენებელის წინაშე სხვა მონაწილეებთან ერთად, ელისო ვირსალაძე წარსდგება.
ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერი - სააგენტო ”ჯი-ეიჩ-ენი” გთავაზობთ 15 ოქტომბრის პროგრამას.
15 ოქტომბერი 16:00 სთ.
კამერული მუსიკის კონცერტი წინანდალში
მონაწილეობენ:
ელისო ვირსალაძე, ედუარდ ბრუნერი
დავით ოისტრახის სახელობის სიმებიანი კვარტეტი /ანდრეი ბარანოვი, როდიონ პეტროვი, ფიოდორ ბელუგინი, ალექსეი ჟილინი/
პროგრამა:
ვოლფგან ამადეუს მოცარტი
საფორტეპიანო კვარტეტი K 478 სოლ მინორი
კვინტეტი კლარნეტისა და სიმებიანი კვარტეტისათვის KV 581 ლა მაჟორი
თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ტრადიციულად, თელავში 10-18 ოქტომბერს ტარდება. ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია გამოჩენილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძე.
ფესტივალის კონცერტების პარალელურად, გაიმართება მასტერკლასები ახალგაზრდა მუსიკოსებისა
და პედაგოგებისათვის ფორტეპიანოსა და ვიოლინოს სპეციალობებში.
გამოჩენილი ქართველი პიანისტის - ელისო ვირსალაძის მიერ, 80 -იან წლებში დაარსებული ფესტივალი, 2010 წელს განახლდა და მას შემდეგ, ყოველწლიურად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. ტრადიციულად, ფესტივალი თელავში სხვადასხვა თაობის მსოფლიო რანგის მუსიკოსს მასპინძლობს.
ფესტივალს წარმომდგენი: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო;
ფესტივალის ორგანიზატორი: კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრი;
მხარდამჭერები: თელავის მერია, წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, სასტუმრო „ზუზუმბო“ დაკომპანია „ბადაგონი“.
მედია პარტნიორები: საზოგადოებრივი მაუწყებელი, პირველი არხი, რადიო ერთი, რადიო „ფორტუნა“, საინფორმაციო სააგენტო GHN, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და ჟურნალი „ინდიგო“.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის და თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის სალაროებში. ასევე, ფესტივალის ბილეთები განთავსებულია ვებ-გვერდზე www.biletebi.ge