თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება.დღეს, 14 ოქტომბერს, ფესტივალის ორგანიზატორები მსმენელებს საინტერესო პროგრამას წარუდგენენ.
14 ოქტომბერი 19:00 სთ
კამერული მუსიკის კონცერტი
მონაწილეობენ:
დავით ოისტრახის სახელობის სიმებიანი კვარტეტი /ანდრეი ბარანოვი, როდიონ პეტროვი, ფიოდორ ბელუგინი, ალექსეი ჟილინი/
გიორგი ცაგარელი, ფიოდორ ამოსოვი
პროგრამა:
ედვარდ გრიგი - სიმებიანი კვარტეტი თხზ. 27, სოლ მინორი
ნიკოლო პაგანინი - კაპრისები # 17, 20, 24 (ვერსია კვარტეტისათვის დამუშავებული
ფ.ბელუგინის მიერ)
პეტრე ჩაიკოვსკი - სიმებიანი სექსტეტი „მოგონებები ფლორენციაზე“, თხზ. 70, რე მაჟორი.
თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ტრადიციულად, თელავში 10-18 ოქტომბერს ტარდება. ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია გამოჩენილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძე.
ფესტივალის კონცერტების პარალელურად, გაიმართება მასტერკლასები ახალგაზრდა მუსიკოსებისა და პედაგოგებისათვის ფორტეპიანოსა და ვიოლინოს სპეციალობებში.
გამოჩენილი ქართველი პიანისტის - ელისო ვირსალაძის მიერ, 80-იან წლებში დაარსებული ფესტივალი, 2010 წელს განახლდა და მას შემდეგ, ყოველწლიურად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. ტრადიციულად, ფესტივალი თელავში სხვადასხვა თაობის მსოფლიო რანგის მუსიკოსს მასპინძლობს.
ფესტივალს წარმომდგენი: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო;
ფესტივალის ორგანიზატორი: კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრი;
მხარდამჭერები: თელავის მერია, წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, სასტუმრო „ზუზუმბო“ და კომპანია „ბადაგონი“.
მედია პარტნიორები: საზოგადოებრივი მაუწყებელი, პირველი არხი, რადიო ერთი, რადიო „ფორტუნა“, საინფორმაციო სააგენტო GHN, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და ჟურნალი „ინდიგო“.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის და თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის სალაროებში. ასევე, ფესტივალის ბილეთები განთავსებულია ვებ-გვერდზე www.biletebi.ge