გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლეონარდო დი კაპრიო ცოლის მოყვანას აპირებს, დასტურდება. Daily mail-ის ინფორმაციით, თავისი რჩეული კელი რორბახი მსახიობმა საკუთარ ოჯახს გააცნო. ჰოლივუდური რომანის შესახებ პირველი ინფორმაცია მედიაში ივლისში გაჩნდა. ამჟამად დი კაპრიო 40, რორბახი კი 25 წლისაა. მანამდე ლეონარდო მოდელებს, ჟიზელ ბიუნდჰენს, ტონი გარნს, ჰელენ კრისტენსენს, ბარ რაფაელის, ასევე, მომღერალ რაიანას და მსახიობ ბლეიკ ლაივლის ხვდებოდა.