ბითლზის ლეგენდარული ლიდერის, ჯონ ლენონის მეუღლე აცხადებს, რომ ქმრის მკვლელი დღესაც აშინებს. იოკო ონოს თქმით, მარკ ჩეპმენის პატიმრობიდან გათავისუფლება დაუშვებელია. „თუ მან ეს ერთხელ გააკეთა, მეორედაც შეძლებს ადამიანის მოკვლას. მისი მორიგი მსხვერპლი შესაძლოა მე ან ჩემი ვაჟი შონი გავხდეთ,“-აღნიშნა იოკო ონომ. ჯონ ლენონი 1980 წლის 8 დეკემბერს ნიუ-იორკში საკუთარ სახლთან მოკლეს.