ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ გაწვრთნილი ერაყის არმია ქალაქ რამადის ასაღებად ემზადება. ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტივ უორენმა განაცხადა. მისივე თქმით, რამადიზე ბოლო 10 დღის განმავლობაში განხორციელებულმა საჰაერო დარტყმებმა ისლამური სახელმწიფოს პოზიციები საგრძნობლად შეასუსტა, რაც ერაყის არმიას ქალაქის აღებას გაუადვილებს. რამადი ისლამისტთა კონტროლქვეშ მაისიდან იმყოფება.