პარიზი იმედოვნებს, რომ რუსეთს ახალ სამხედრო გემებს მიჰყიდის. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა სენ-ნაზერში ვიზიტისას განაცხადა. „რუსეთთან ურთიერთობა დღითიდღე ნორმალიზდება. ვფიქრობ, ახალ ხომალდებზე შეთანხმებას მივაღწევთ,“-აღნიშნა ოლანდმა. მისტრალის ტიპის სამხედრო გემები საფრანგეთს რუსეთისთვის გასული წლის ნოემბერში უნდა გადაეცა, თუმცა გარიგება უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო ჩაიშალა.