რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტები ახალი ავიაბაზის შექმნის საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ სააგენტო ინტერფაქსი იტყობინება. მოლაპარაკება პუტინსა და ლუკაშენკოს შორის შესაძლოა ყაზახეთში მათი ვიზიტისას გაიმართოს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი ბელარუსში ახალი ავიაბაზის გახსნას გეგმავს, ოპოზიციამ ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებამდე გაავრცელა, რაც პრეზიდენტმა ლუკაშენკომ არ დაადასტურა.