სირიაში ასადის რეჟიმის მხარდასაჭერად ათასამდე ირანელი ჯარისკაცი ჩავიდა. ამის შესახებ სააგენტო როიტერი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ირანელები ქალაქ ალეპოს აღების ოპერაციაში მიიღებენ მონაწილეობას. ალეპოზე მასირებული შტურმი უახლოეს დღეებში იგეგმება.