სირიის სამთავრობო ძალები ქალაქ ალეპოზე შტურმის მიტანას აპირებენ. ამის შესახებ სააგენტო როიტერი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ასადის არმია მასირებულ იერიშებს უახლოეს ხანებში დაიწყებს, რაშიც მოქმედ რეჟიმს დახმარებას ლიბანური რადიკალური დაჯგუფება ჰეზბოლა გაუწევს.