თალიბანი პოზიციებს თმობს. რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების ლიდერებმა განაცხადეს, რომ ავღანეთის ქალაქ კუნდუზიდან მებრძოლები გაყავთ. შეტაკებები სამთავრობო ძალებსა და ისლამისტებს შორის კუნდუზში 2 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. მასირებული იერიშების შედეგად თალიბებმა ქალაქი დატოვეს.