ისლამური სახელმწიფო რუსეთს ჯიჰადს უცხადებს. საგანგებო განცხადება ისლამისტური დაჯგუფების ერთ-ერთმა ლიდერმა მაჰამად ადნანიმ გააკეთა. 40-წუთიან აუდიომიმართვაში მან მორწმუნე მუისლიმანებს რუსების წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა. ანალოგიური განცხადება გუშინ ალ-ქაიდას მოკავშირე “ნუსრას ფრონტმაც” გაავრცელა. რუსეთი მხარს სირიის მოქმედ რეჟიმს უჭერს და ისლამისტთა პოზიციებს უკვე მეორე კვირაა, ბომბავს.