შეერთებული შტატები და რუსეთი სირიის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდს გამართავენ. კონსულტაციები მიზნად საჰაერო ოპერაციების კოორდინირებას ისახავს. საუბარია სირიის საჰაერო სივრცის უსაფრთხოებაზე, რათა ამერიკული და რუსული ავიაგამანადგურებლები ერთმანეთისგან ვიზუალური იდენტიფიკაციის დისტანციაზე იყვნენ დაშორებულნი. საჰაერო ოპერაციების უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით მხარეები კონსულტაციებს უკვე მესამედ მართავენ.