60 წლის ყოფილმა მაღაროელმა რეჯინალდ ფოგერტიმ გაუგონარი ამტანობა გამოიჩინა. ის გოლფლიდ-ესპერანსის რაიონში ნადირობისას უდაბნოში დაიკარგა. ხანდაზმული მაღაროელი 6 დღის განმავლობაში ჭიანჭველებით იკვებებოდა. ფოგერტი ერთი კვირის თავზე მონადირეთა ბანაკიდან 15 კილომეტრში იპოვნეს. ამ დროის განმავლობაში ის თავს ხის ჩრდილს აფარებდა და მაშველების გამოჩენას მოთმინებით ელოდა.