ბრიტანეთის მოქალაქეს, კარლ ენდრის საუდის არაბეთში გაროზგავენ. 74 წლის მოხუცი რელიგიურმა პოლიციამ ელ-რიადში გასული წლის აგვისტოში დააპატიმრა. მას ბრალად ალკოჰოლის გამოყენებაში დასდეს, რაც საუდის არაბეთში კანონით ისჯება. როგორც განსასჯელის ოჯახი აცხადებს, მოხუცმა შესაძლოა ფიზიკურ სასჯელს ვერ გაუძლოს. მათივე მტკიცებით, ენდრის რამდენიმე წლის წინ სიმსივნის დიაგნოზი დაუდგინეს.