50 წლის ინდოელი მამაკაცი მუმბაის პროზექტურაში გაცოცხლდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ექსპერტებმა ცხედრის გაკვეთა დაიწყეს. მამაკაცი, სახელად პრაკაში ავტობუსის გაჩერებაზე უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა გარდაცვალების ფაქტი დაადასტურეს და ცხედარი მორგში გაგზავნეს, თუმცა გაკვეთისას ის მოულოდნელად გაცოცხლდა.