აშშ პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი საკუთარ ფიზიკურ შესაძლებლობებზე ხუმრობს. სახალისო შეკითხვა მას ერთ-ერთ შეხვედრაზე დაუსვეს. ყოფილ სახელმწიფო მდივანს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ საიდან აქვს ამდენი ენერგია და რატომ არ ოფლიანდება, რაზეც კლინტონმა ხუმრობით უპასუხა: „მინდა იცოდეთ, რომ მე ადამიანი არ ვარ. ბევრი მინახავს ჩემნაირი ადამიანი, რომლებიც არ ოფლიანდებიან. ეს მაფიქრებინებს, რომ ერთმა ადამიანმა, რომლის ვინაობაც ინკოგნიტოდ უნდა დარჩეს, ჩვენისთანა რობოტების მთელი რასა შექმნა.“