25 ოქტომბრიდან უკრაინა რუსეთთან საავიაციო მიმოსვლას აჩერებს. ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრო იტყობინება. შესაბამისი შეტყობინება რუსულმა მხარემ უკვე მიიღო. ურთიერთობა რუსეთისა და უკრაინის საავიაციო სტრუქტურებს შორის მას შემდეგ გართულდა, რაც კიევმა რიგ რუსულ ავიაკომპანიებს უკრაინის მიმართულებით რეისების შესრულება აუკრძალა. ანალოგიური სანქციები უკრაინულ ავიაკომპანიებს მოსკოვმაც დაუწესა.