გოგრების ტრადიციული კონკურსის გამარჯვებული ორეგონული გიგანტური გოგრა გახდა, რომელიც 893,1 კილოგრამს იწონის. ფერმერმა, რომლის ნაკვეთშიც უზარმაზარი მცენარე გაიზარდა, ჯილდოს სახით 12 ათასი დოლარი მიიღო, თუმცა ორეგონულმა გოგრამ მსოფლიო რეკორდი ვერ მოხსნა. აბსოლუტურ რეკორდსმენად დღეისათვის შვეიცარიაში გასულ წელს მოყვანილი გოგრა ითვლება, რომელიც ტონაზე მეტს იწონიდა.