ავღანეთში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. საქართველოს შეიარაღებული ძალების მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის მეთაურს ვიტალი ცხადაძეს და მთავარ სერჟანტს შალვა მთვარელიშვილს აშშ-ის შეიარაღებული ძალების ბრინჯაოს მედალები გადაეცათ. 43-ე ბატალიონის ოცდაათამდე სამხედრო მოსამსახურე აშშ-ის არმიის ღირსების მედლით დაჯილდოვდა.