ევროკავშირი ბელარუსისთვის სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თვის ბოლომდე მიიღებს. ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკიავიჩუსმა განაცხადა. მისივე თქმით, ევროპის პირველმა დიპლომატებმა ბელარუსში ჩატარებულ საპრეზიდენტონ არჩევნებზე ლუქსემბურგის შეხვედრაზე იმსჯელეს. როგორც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, ევროკავშირმა ალექსანდრ ლუკაშენკოსა და 100-მდე ბელარუს მაღალჩინოსანს შესაძლოა 4 თვით სანქციები მოუხსნას. საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 11 ოქტომბერს გაიმართა. ამომრჩეველთა 83,5 პროცენტმა მისცა.