თურქეთის ხელისუფლება ანკარაში განხორციელებულ ტერაქტებზე პასუხისმგებლობას ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფებას აკისრებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ახმეტ დავიდოღლუმ განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიციამ ტერაქტში ეჭვმიტანილი რამდენიმე პირი უკვე დააკავა.
მასშტაბური ტერორისტული აქტები თურქეთის დედაქალაქში 10 ოქტომბერს განხორციელდა, რასაც 97 ადამიანი ემსხვერპლა.