მორიგი თავდასხმა იერუსალიმში. დანით შეიარაღებული ახალგაზრდა პალესტინელი ავტობუსში თავს ებრაელ ჯარისკაცს დაესხა. ინციდენტის შედეგად სამხედრო მოსამსახურე მსუბუქად დაშავდა. თავდამსხმელი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული. მანამდე აღმოსავლეთ იერუსალიმში თავდასხმა ორ პოლიციელსა და ისრაელის 2 მოქალაქეზე განხორციელდა. მათ სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს.