მასობრივი არეულობები კოსოვოში. ოპოზიციის საპროტესტო აქცია პრიშტინაში პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. დემონსტრანტებმა სამართალდამცავებს ქვები და მოლოტოვის კოქტეილები დაუშინეს, პოლიციამ კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ხელკეტები გამოიყენა. შეტაკების შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა. სამარტალდამცავებმა რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. საპროტესტო ტალღა კოსოვოს დედაქალაქში მას შემდეგ აგორდა, რაც პოლიციამ ოპოზიციონერი პარლამენტარი ალბინ კურტი დააპატიმრა. კურტი კოსოვოს მთავრობის მიერ სერბეთთან დაწყებულ მოლაპარაკებებს აპროტესტებდა.