თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გრძელდება. ხვალ, 13 ოქტომბერს, ფესტივალის ორგანიზატორები მსმენელებს საინტერესო პროგრამას წარუდგენენ. საოპერო მუსიკის სარამოზე მაყურებლის წინაშე წარსდგებიან სოლისტები იანო თამარი /სოპრანო/ და ვიტორიო ვიტელი /ბარიტონი/, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი დირიჟორი - ზაზა აზმაიფარაშვილი.
პროგრამა:
I
1. რიხარდ ვაგნერი - უვერტიურა ოპერისათვის „ ნიურბერგელი მაისტერზინგერები“
2. ჯუზეპე ვერდი - ლედი მაკბეტის არია ოპერიდან „მაკბეტი“
3. ჯუზეპე ვერდი - მაკბეტის არია ოპერიდან „მაკბეტი“
4. ჯუზეპე ვერდი - აიდას არია ოპერიდან „აიდა“
5. ჯუზეპე ვერდი - აიდას და ამონასროს დუეტი ოპერიდან „აიდა“
6. ჯუზეპე ვერდი - რიგოლეტოს პირველი არია ოპერიდან . „რიგოლეტო“
II
1. რუჯერო ლეონკავალო - ინტერმეცო ოპერიდან „ ჯამბაზები“
2. უმბერტო ჯორდანო - ჟერარის არია ოპერიდან „ანდრე შენიე“
3. უმბერტო ჯორდანო - მადალენას არია ოპერიდან „ანდრე შენიე“
4. ფრანჩესკო ჩილეა - ინტერმეცო ოპერიდან „ადრიანა ლეკუვრერი“
5. ფრანჩესკო ჩილეა - ადრიანას არია ოპერიდან „ადრიანა ლეკუვრერი“
6. ჯუზეპე ვერდი - იაგოს არია ოპერიდან „ოტელო“
7. ჯუზეპე ვერდი - დი ლუნას და ლეონორას დუეტი ოპერიდან „ტრუბადუ
თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ტრადიციულად, თელავში 10-18 ოქტომბერს ტარდება. ფესტივალის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია გამოჩენილი ქართველი პიანისტი ელისო ვირსალაძე.
ფესტივალის კონცერტების პარალელურად, გაიმართება მასტერკლასები ახალგაზრდა მუსიკოსებისა და პედაგოგებისათვის ფორტეპიანოსა და ვიოლინოს სპეციალობებში.
გამოჩენილი ქართველი პიანისტის - ელისო ვირსალაძის მიერ, 80-იან წლებში დაარსებული ფესტივალი, 2010 წელს განახლდა და მას შემდეგ, ყოველწლიურად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. ტრადიციულად, ფესტივალი თელავში სხვადასხვა თაობის მსოფლიო რანგის მუსიკოსს მასპინძლობს.
ფესტივალს წარმომდგენი: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო;
ფესტივალის ორგანიზატორი: კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრი;
მხარდამჭერები: თელავის მერია, წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, სასტუმრო „ზუზუმბო“ დაკომპანია „ბადაგონი“.
მედია პარტნიორები: საზოგადოებრივი მაუწყებელი, პირველი არხი, რადიო ერთი, რადიო „ფორტუნა“, საინფორმაციო სააგენტო GHN, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და ჟურნალი „ინდიგო“.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის და თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის სალაროებში. ასევე, ფესტივალის ბილეთები განთავსებულია ვებ-გვერდზეwww.biletebi.ge
ფესტივალის პროგრამა:
13 ოქტომბერი 19:00 სთ
საოპერო მუსიკის საღამო
საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი
დირიჟორი - ზაზა აზმაიფარაშვილი
სოლისტები:
იანო თამარი /სოპრანო/
ვიტორიო ვიტელი /ბარიტონი/
პროგრამა:
I
1. რიხარდ ვაგნერი - უვერტიურა ოპერისათვის „ ნიურბერგელი მაისტერზინგერები“
2. ჯუზეპე ვერდი - ლედი მაკბეტის არია ოპერიდან „მაკბეტი“
3. ჯუზეპე ვერდი - მაკბეტის არია ოპერიდან „მაკბეტი“
4. ჯუზეპე ვერდი - აიდას არია ოპერიდან „აიდა“
5. ჯუზეპე ვერდი - აიდას და ამონასროს დუეტი ოპერიდან „აიდა“
6. ჯუზეპე ვერდი - რიგოლეტოს პირველი არია ოპერიდან . „რიგოლეტო“
II
1. რუჯერო ლეონკავალო - ინტერმეცო ოპერიდან „ ჯამბაზები“
2. უმბერტო ჯორდანო - ჟერარის არია ოპერიდან „ანდრე შენიე“
3. უმბერტო ჯორდანო - მადალენას არია ოპერიდან „ანდრე შენიე“
4. ფრანჩესკო ჩილეა - ინტერმეცო ოპერიდან „ადრიანა ლეკუვრერი“
5. ფრანჩესკო ჩილეა - ადრიანას არია ოპერიდან „ადრიანა ლეკუვრერი“
6. ჯუზეპე ვერდი - იაგოს არია ოპერიდან „ოტელო“
7. ჯუზეპე ვერდი - დი ლუნას და ლეონორას დუეტი ოპერიდან „ტრუბადური“
14 ოქტომბერი 19:00 სთ
კამერული მუსიკის კონცერტი
მონაწილეობენ:
დავით ოისტრახის სახელობის სიმებიანი კვარტეტი /ანდრეი ბარანოვი, როდიონ პეტროვი, ფიოდორ ბელუგინი, ალექსეი ჟილინი/
გიორგი ცაგარელი, ფიოდორ ამოსოვი
პროგრამა:
ედვარდ გრიგი - სიმებიანი კვარტეტი თხზ. 27, სოლ მინორი
ნიკოლო პაგანინი - კაპრისები # 17, 20, 24 (ვერსია კვარტეტისათვის დამუშავებული
ფ.ბელუგინის მიერ)
პეტრე ჩაიკოვსკი - სიმებიანი სექსტეტი „მოგონებები ფლორენციაზე“, თხზ. 70, რე მაჟორი
15 ოქტომბერი 16:00 სთ
კამერული მუსიკის კონცერტი წინანდალში
მონაწილეობენ:
ელისო ვირსალაძე, ედუარდ ბრუნერი
დავით ოისტრახის სახელობის სიმებიანი კვარტეტი /ანდრეი ბარანოვი, როდიონ პეტროვი, ფიოდორ ბელუგინი, ალექსეი ჟილინი/
პროგრამა:
ვოლფგან ამადეუს მოცარტი
საფორტეპიანო კვარტეტი K 478 სოლ მინორი
კვინტეტი კლარნეტისა და სიმებიანი კვარტეტისათვის KV 581 ლა მაჟორი
17 ოქტომბერი 19:00 სთ
კამერული მუსიკის კონცერტი
მონაწილეობენ:
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“
ედუარდ ბრუნერი, ხათუნა თურმანიძე
დიანა მეტრეველი, მარიამ მაკარაშვილი, გიორგი გიგუაშვილი, ალექსანდრე მიშველაშვილი
პროგრამა:
სულხან ცინცაძე - მუსიკა კამერული ორკესტრისათვის
ვოიცეხ კილარი - „ორავა“
ვიტოლდ ლუტოსლავსკი - კონცერტი კლარნეტის, არფისა და სიმებიანი ორკესტრისათვის დასარტყამ ინსტრუმენტებთან ერთად
18 ოქტომბერი 18:00 სთ
ფესტივალის დასკვნითი კონცერტი
მონაწილეობენ:
საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი
დირიჟორი - არიელ ცუკერმანი
სოლისტი - ელისო ვირსალაძე
პროგრამა:
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი - სიმფონია N5 თხზ. 67, დო მინორი
მორის რაველი - კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის თხზ. 82, რე მაჟორი /მარცხენა ხელისათვის