დღეს, 7 მაისს, 13:00 საათზე, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში გაიმართება ვასილ ამაშუკელის ფილმის "ქართველი მგოსნის აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში 21 ივლისიდან 2 აგვისტომდე, 1912 წელს~ აღდგენილი ვერსიის ჩვენება. ფილმის ხანგრძლივობა 32 წუთია.
პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ფილმის მულტიმედიური კომპაქტდისკი.