რუსეთის მიერ ასადის რეჟიმის მხარდაჭერა სირიის ომს კიდევ უფრო აჭიანურებს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მანვე რუსეთს ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში კონსტრუქციული როლის შესრულებისკენ მოუწოდა. რუსეთი სირიის ტერიტორიებზე საჰაერო დარტყმებს უკვე 13-ე დღეა, ახორციელებს, თუმცა კოალიციის მტკიცებით, რუსული ავიაგამანადგურებლების სამიზნე ხშირად არა ისლამური სახელმწიფოს პოზიციები, არამედ ოპოზიცია ხდება.