მას შემდეგ, რაც ორშაბათს უკრაინის Naftogaz-მა 243 მილიონი აშშ დოლარი წინასწარ გადარიცხა, რუსულმა ,,გაზპრომმა” უკრაინისთვის გაზის მიწოდება აღადგინა, ამის შესახებ აცხადებს უკრაინული ,,ნაფთოგაზის” ხელმძღვანელი ალექსეი მილერი.
ორ მხარეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, ეს თანხა მხოლოდ ნახევარია - უკრაინის ,,ნაფთოგაზმა” ოქტომბრის თვეში სრულად 500 მილიონი აშშ დოლარი უნდა გადაიხადოს.
აღნიშნული შეთანხმება წინა თვეში მას შემდეგ შედგა, რაც ორმა მხარემ საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება ნავთობის ფასზე. ევროკავშირმა უკრაინას ზამთრის სეზონის გაზმომარაგებისთვის 2 მილიარდი კუბური მეტრი ნავთობის შესაძენად 500 მილიონი აშშ დოლარი გამოუყო.
1000 კუბური მეტრი ნავთობისთვის კიევი ამჯერად შემცირებულ ფასს - 232$-ს გადაიხდის (შეთანხმებით განსაზღვრული ვადისთვის - ოქტომბერი 2015 - მარტი 2016). მაშინ, როცა მანამდე 1000 კუბური მეტრი გაზი უკრაინას 252$ უჯდებოდა.
,,გაზპრომის” ცნობით, 2 მილიარდი კუბური მეტრი ზამთრის სეზონისთვის საკმარისი არ იქნება და უკრაინას გაზი ზამთრის ბოლომდე გამოელევა.
უკრაინას რუსული გაზი მიმდინარე წლის 1 ივლისიდან არ მიეწოდებოდა.