ცნობილი როკ-ჯგუფის, Aerosmith-ის ლიდერმა სტივენ ტაილერმა პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატს, დონალდ ტრამპს წინასაარჩევნო კამპანიისას ჯგუფის სიმღერების გამოყენება აუკრძალა. მუსიკოსის იურისტებმა ტრამპის საარჩევნო შტაბს ოფიციალური შეტყობინება უკვე გაუგზავნეს. მათ ტრამპის თანაგუნდელებს მკაცრად განუმარტეს, რომ Aerosmith-ის კომპოზიციების გამოყენების ნებართვა არ აქვთ. მილიარდერის საარჩევნო შტაბი წინასაარჩევნო კამპანიისთვის Aerosmith-ის სიმღერას, Dream On-ს ხშირად იყენებს.